პროგრამის დასახელება: გეოგრაფია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მეცნიერების ბაკალავრი გეოგრაფიაში
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია მაჭავარიანი.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია:
1. შეასწავლოს სტუდენტს ბუნებრივი სისტემების ორგანიზაცია და მისი ფუნქციონირების სივრცე-დროითი ასპექტები, გარემოს სტრუქტურისა და მისი ცვალებობის თავისებურებები და კანონზომიერებები და ამით უზრუნველყოს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალის ჩამოყალიბება.
2. კურსდამთავრებულისთვის შემდეგ საფეხურებზე სწავლის გაგრძელებისათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების შექმნა;
3. გეოგრაფიის და მომიჯნავე სფეროებში პრაქტიკული და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის წინაპირობის შექმნა.
4. გეოგრაფიის დარგის განვითარებისთვის, ხელისშეწყობა მის მეტ ინტეგრაციას გარემოსდაცვით, ეკონომიკის, ბიზნესის და ტექნოლოგიების (გის)
სხვადასხვა სფეროში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
- გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფი- კატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათ- ლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
- გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესითჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
- გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმო- ყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
- დაინტერესების შემთხევეაში მასწავლებილის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამაში სტუდენტს შეულია ჩართვა 90 კრედიტის შესრულების შემდეგ.
- საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციები
- სახელმწიფო მმართველობის ორგანოები,
- არასამთავრობო და კერძო სექტორი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი უწყებები
- საქალაქო და ბუნებრივი გარემოს დაგეგმვისა და მართვის სამსახურები,
- მიწის მართვის სისტემა, ჰიდრომეტეოროლოგიური და ნაპირდაცვის სამსახურები, ამინდის პროგნოზისა და სხვადასხვა ტიპის მონიტორინგის სამსახურები
- ტურისტული სააგენტოები
- საერთაშორისო დარგობრივი საგრანტო პროექტები
- ეკონომიკური განვითარებისა და მართვის ორგანოები და კომპანიები
- სატრანსპორტო ორგანიზაციები
- ყველა სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა, სადაც საჭიროა გეოინფორმაციული სისტემები და კარტოგრაფიული ვიზუალიზაცია.
- სტუდენტს შეუძლა სწავლა გააგრძელოს სწავლების შემდგომ საფეხურზე – სამაგისტრო პროგრამებზე, ჩაერთოს კვლევით პროექტში და ა.შ.